tag:blogger.com,1999:blog-17060495111327518792024-03-13T08:21:07.063-07:00''ჩემი გვარი, გრანელი, პოეზიას დარჩება''fsevdonimihttp://www.blogger.com/profile/09789804737740074994noreply@blogger.comBlogger1125tag:blogger.com,1999:blog-1706049511132751879.post-68427186538054618392009-02-03T03:19:00.000-08:002009-02-03T03:21:04.255-08:00ფესვდონიმი-გრანელიპირველი ფსევდონიმი, რომელიც გრანელს აურჩევია, იყო "წალენჯიხელი." პოეტი პირველ ლექსსა და პუბლიცისტურ წერილებს უკვე ამ ფსევდონიმით აქვეყნებს.
1919 წელს ტერენტი ფსევდონიმად ირჩევს "გრანელს." არსებობს რამდენიმე გადმოცემა ამ ფსევდონიმის არჩევის შესახებ.
ზოზიას თქმით, მისთვის ძმას გაუზიარებია, რომ ფსევდონიმის არჩევას საფუძვლად დასდებია ლათინური სიტყვა "გრანუმ," რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით გამოუყენებია: "მეც პაყარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო."
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა თურმე ერთ მსახიობ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება: 1918-1919 წლებში საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი იტალიელი დირიჟორი გრანელი, რომელსაც უდირიჟორებია ქართული ოპერა "ქრისტინესათვის' და ამ მოსაზრების თანახმად, სწორედ დირიჟორის კეთილხმოვანი გვარი აურჩევია ფსევდონიმად.
ტერენტის, რომელიც ის-ის იყო გამოდიოდა სამწერლო ასპარეზზე, არ მოსწონდა ფსევდონიმი "წალენჯიხელი" და აირჩია "გრანელი" პოეტური ჟღერადობისა და კეთილხმოვანების გამო ან იქნებ სახელთან ალიტერაციული თანაჟღერადობის გამოც.
ასეა თუ ისე, ფსევდონიმი იშვიათი მოხდენილობით არის შერჩეული და ორგანულად შეერწყა მის პოეტურსა და პიროვნულ ნატურას.fsevdonimihttp://www.blogger.com/profile/09789804737740074994noreply@blogger.com1